2021-09-14 16:18:50
ოპოზიციას არ აქვს ტექნიკური საშუალება, ვინმეს მოუსმინოს და გადაუღოს - ამ ყველაფერს ახორციელებს სახელმწიფო, პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოზე – იოსელიანი

ოპოზიციას არ აქვს ტექნიკური საშუალება, ვინმეს მოუსმინოს და გადაუღოს - ამ ყველაფერს ახორციელებს სახელმწიფო, პასუხისმგებლობა მთლიანად არის სახელმწიფოზე – აცხადებს, „მოქალაქეების" დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

იოსელიანს მიაჩნია, რომ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს და კითხვებს პასუხები გაეცეს.

„ამ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს და მან უნდა გასცეს პასუხი ყველაფერს, თუ უპასუხოდ დატოვებს, ესეც იქნება ერთგვარი პასუხი და გვეცოდნება, რომ უბრალოდ, არ უნდათ ამ ყველაფრის გამოძიება. მე ასევე არ ვარ წინააღმდეგი საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაგრამ ამას სჭირდება ყველა პარტიის პოლიტიკური ნება, ეჭვგარეშეა, რომ 5 ივლისის საქმეზე საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რასაც ჩვენ ვუჭერდით მხარს და კიდევ ერთი ფრაქცია, ვინც ეს ინიციატივა წამოაყენა, მაგრამ საგამოძიებო კომისია არ არის შექმნილი, რადგან არ შეიკრიბნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც ამ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანდა.

ამიტომ ეს უნდა იყოს განხილული მთლიანად ოპოზიციაში და რაც მთავარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი უნდა დაუჭიროს, მათ გარეშე კომისია ვერ შეიქმნება. თუ შეიქმნება, ვისაც საჭიროდ ჩათვლის კომისია, ლილუაშვილიდან დაწყებული, ვინც არიან ამ საქმეში ჩართული, იქნებიან დაბარებულები. ძალიან ცუდ ტრადიციად იქცა როცა ყველა არჩევნების წინ ასეთი ფაილების გაჟონვა ხდება. მომხრე ვარ, რომ ადამიანებმა ვინც არიან ამ სისტემაზე პასუხისმგებელი, გასცენ პასუხი ამ შეკითხვებს რატომ ხდება ეს,"- განაცხადა იოსელიანმა.

ამავე თემაზე