2021-09-08 10:56:56
აშშ აცხადებს, რომ „თალიბანის“ ახალი მთავრობით შეშფოთებულია

შეერთებული შტატები „თალიბანის“ მიერ წარდგენილი ახალი მთავრობის შემადგენლობით შეშფოთებულია.

„აღვნიშნავთ, რომ გამოცხადებული სახელების სია შედგება ექსკლუზიურად იმ პირებისგან, რომლებიც „თალიბანის“ წევრები ან მათთან დაახლოებული პირები არიან, მასში ქალები წარმოდგენილი არ არიან. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ზოგიერთი პიროვნების კავშირებითა და ნამოქმედარით,“- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა, რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება მოიპოვა, მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ 7 სექტემბერს განაცხადა. 

ლიდერი მოლა მუჰამედ ჰასან ახუნდი იქნება. 

თალიბანის მთავრობის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. 

ჰასან ახუნდი გაეროს შავ სიაშია. თალიბანის მთავრობის კიდევ ერთი ფიგურა, სირაჯადინ ჰაქანი კი FBI-ის მიერ არის ძებნილი. ჰაკანი თალიბანმა ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. მას ტერორისტულ დაჯგუფება ალ კაიდასთან აქვს კავშირი.

ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა თალიბანის მთვრობას "ავაზაკების და ჯალათების ერთობა უწოდა". ლინდსი გრეჰემმა მანამდე დაგმო და არაკეთილსინდისიერი უწოდა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის შესახებ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნის მიერ შავ სიაში შეყვანილი პირები არიან უშუალოდ თალიბანის წევრები. სანქციები არ ეხება მათ ნათესავებს და ქალებს.   

ამავე თემაზე