2021-09-06 18:46:05
ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. ფრანგული თეატრისა და კინოს ლეგენდა 88 წლის იყო. 

ბელმონდო 1933 წლის 9 აპრილს პარიზის გარეუბანში ნეილი-სურ-სეინში დაიბადა. მსახიობმა მსოფლიო პოპულარობა 1958 წელს, ჟან-ლუკ გოდარის ფილმში - "ბოლო ამოსუნთქვაზე" მონაწილეობით მოიპოვა.

1959 წელს ბელმონდომ ვიტორიო დე სიკას ფილმ "ჩოჩარა"-ში შესრულებული როლის "ოსკარი" მიიღო. ბელმოდოს ათობით როლი აქვს შესრულებული თეატრში და კინოში, თუმცა 2001 წელს, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ინსულტის გადატანის გამო ის თეატრსა და კინოდ დროებით გამოეთიშა. 

ამავე თემაზე