2021-08-24 10:03:58
500 კვ.მ. მიწა, კვიცი, ნაბადი და სახელობის მწვერვალი - დუშეთის მერიის საჩუქარი ბექაურს

დუშეთის მერიამ ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს რეგიონის სახელით 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი აჩუქა. ასევე, გუდამაყრის რწმუნებულის, მალხაზ წიკლაურის თქმით, ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი ბექაურის სახელობის იქნება. 

ოლიმპიური ჩემპიონი გუდამაყარში 22 აგვისტოს ჩავიდა. 

დუშეთის მერიის ცნობით, მას და მის მწვრთნელს, მოსახლეობასთან ერთად, გოდერძი ჩოხელის მუზეუმში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ბექაურმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორმა ლევან შერმადინმა უმასპინძლეს. 

ამავე თემაზე