2021-06-18 19:42:37
ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება – ცერცვაძე

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდვითარების კუთხით, ყველა გზა სწორედ აქეთ მიდის.

„ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ყველა გზა აქეთ მიდის. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ ისიც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამავე თემაზე