2021-04-20 17:26:48
შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდიანრეობს

ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება.

დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სახელით ბატონ შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.

შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 20 აპრილს 15:00 საათზე ჩამოვიდა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი დახვდნენ. შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

ამავე თემაზე