2021-04-08 19:59:51
მელიას ეხვეწება პროკურორი, რომ გადაიხადე და ადვოკატები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში გადახდა არ შეიძლება და ის უნდა ჩაჯდეს ციხეში – ვოლსკი

მელიას ეხვეწება პროკურორი, რომ გადაიხადე და ადვოკატები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში გადახდა არ შეიძლება და ის უნდა ჩაჯდეს ციხეში – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ "დღის კურიერში" განაცხადა.

"ნიკა მელიას ეხვეწება პროკურორი, რომ გადაიხადე და ადვოკატები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში გადახდა არ შეიძლება და ის უნდა ჩაჯდეს ციხეში. ხალხი, თქვენ გგონიათ, ვერ ატყობს, საითკენ მიდის საქმე? რომ მელია უნდა იჯდეს ციხეში და ამათმა უნდა ეძახონ პოლიტპატიმარი - ეს არის ძალიან პრიმიტიული თამაში,"-აცხადებს ვოლსკი ".

ამავე თემაზე