2021-04-08 19:14:06
მერკელმა პუტინს უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების საკითხი განიხილა და რუსეთის ლიდერს უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობის შემცირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„სხვა საკითხებს შორის, საუბარი შეეხება რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას აღმოსავლეთ უკრაინის მიმდებარედ. კანცლერმა მოითხოვა ძალების გაძლიერების შემცირება ვითარების დეესკალაციისთვის“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

გერმანიის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ანგელა მერკელმა ასევე დააყენა ალექსეი ნავალნის საკითხი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოლონიაში გაუარესდა.

ამავე თემაზე