2021-04-08 16:42:22
ენგურში გარდაცვლილი თამაზ ბასლანძის ცხედარი გალში გადაასვენეს

მდინარე ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული თამაზ ბასლანძე ცოტა ხნის წინ გალში გადაასვენეს. ცხედარი ზუგდიდიან ენგურის ცენტრალურ ხიდამდე გადაასვენეს, სადაც ქართულ მხარეს ოკუპირებული აფხაზეთის სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდება.

გუშინ, მდინარე ენგურში გალიდან წამოსული 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის ფეხით გავლით ცდილობდნენ, რათა ოკუპანტებისთვის თავი აერიდებინათ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე