2021-04-08 14:43:12
დღეს არა მარტო მელიას და სასამართლოს ბედი წყდება საქართველოში, მთელი ქვეყნის ბედია ამ პროცესზე მიბმული – ჭიჭინაძე

მელიას გათავისუფლება - არგათავისუფლებაზეა დამოკიდებული ჩვენ  ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და ეკონომიკური და ფინანსური დახმარება! – ამის შესახებ განცხადება,  „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. 

"დღეს არა მარტო ნიკა მელიას და სასამართლოს ბედი წყდება საქართველოში, მთელი ქვეყნის ბედია ამ პროცესზე მიბმული, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების კასკადი და ყველაფერი „ქართული ოცნების“ კულუარებში წყდება. „ქართული ოცნება“ კი, ქვეყანას უფსკრულისკენ, ფინანსური , ეკონომიკური კატასტროფისკენ, ხალხის სიდუხჭირისკენ  მიაქანებს. და სწორედ ნიკას გათავისუფლება - არგათავისუფლებაზეა დამოკიდებული ჩვენ  ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა  და ეკონომიკური და ფინანსური დახმარება!." – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ამავე თემაზე