2021-04-08 14:38:19
სერგი კაპანაძეს ვინც აბულინგებს, ჩვეულებრივი პროპაგანდისტია და ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს – უგულავა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, გარკვეული მედიასაშუალებები სერგი კაპანაძეს იმას აბრალებენ, რაც არ უთქვამს. მისი თქმით, ვინც ბულინგს აწარმოებს, ვინც სერგი კაპანაძეზე იტყუება, არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი და მას ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს.

„ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიები ნაძირლურად იტყუებიან. ადამიანს შეტენო ის, რაც მას არ უთქვამს, სამი დღე ბულინგი აწარმოო, წყალწაღებული ხავსს ეჭიდები. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იტყუებით, ადამიანს აბრალებთ იმას, რაც არ უთქვამს. ყველა ჟურნალისტი, ვინც ამ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობს, ამაზე პასუხისმგებელია. მავალებენ, კრედიტი მაქვს და სხვა გზა არ მაქვს არ არსებობს, ვინც სერგი კაპანაძის ბულინგს აწარმოებს, ვინც სერგი კაპანაძეზე იტყუება, არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, მას ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა უგულავამ.

ამავე თემაზე