2021-04-08 14:34:16
ამერიკული მხარის ქმედებების მტრული ხასიათი და არაპროგნოზირებადობა გვავალდებულებს, ვიყოთ მზად ყველაზე ცუდი სცენარებისთვის – პესკოვი 

ამერიკული მხარის ქმედებების მტრული ხასიათი და არაპროგნოზირებადობა გვავალდებულებს, ვიყოთ მზად ყველაზე ცუდი სცენარებისთვის – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამერიკული მხარის ქმედებების მტრული ხასიათი და არაპროგნოზირებადობა გვავალდებულებს, ვიყოთ მზად ყველაზე ცუდი სცენარებისთვის. როდესაც გყავთ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი, არაპროგნოზირებადი მოსაუბრე, ყოველთვის ხართ მობილიზებულ მდგომარეობაში“, -აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

ამავე თემაზე