2021-04-08 14:12:09
ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას – დეკანოიძე

„ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არავითარ კომპრომისზე არ წამოვიდა – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჯორჯ კენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც რეალურად დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური მართლმსაჯულებით. „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არავითარ კომპრომისზე არ წამოვიდა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ის, რაც გუშინ ევროკავშირის განცხადებაში აისახა, არის ზუსტად ამის დასტური“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამავე თემაზე