2021-04-08 12:10:59
მაინც იმედი მინდა დავიტოვო, რომ რაღაც ნაწილში ხელისუფლების კეთილგონიერება გაიღვიძებს და მელიას დღეს გაათავისუფლებენ – ბიწაძე 

მაინც იმედი მინდა დავიტოვო, რომ რაღაც ნაწილში ხელისუფლების კეთილგონიერება გაიღვიძებს და მას დღეს გაათავისუფლებენ – აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ წევრის, ანზორ ბიწაძე.

„რთულია, ადეკვატური მოლოდინი გქონდეს იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ერთი ჯიჰადი არ გამოუცხადებია მელიასთვის, თორე ოფისის დაწვიდან დაწყებული, დაპატიმრებით დამთავრებული, ყველა მეთოდით ებრძოლეს. თუმცა მაინც იმედი მინდა დავიტოვო, რომ რაღაც ნაწილში ხელისუფლების კეთილგონიერება გაიღვიძებს და მას დღეს გაათავისუფლებენ“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ამავე თემაზე