2021-04-08 09:57:02
ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება

20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატს უჭირს პროგნოზირება, თუ რა შედეგით დასრულდება საქმის არსებითი განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს მოიცავს. 

"პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის, გარდა იმისა, რომ დღეს არის არსებითი სხდომა. მოსამართლე ალბათ გადასინჯავს აღკვეთის ღონისძიების საკითხს. მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული საქმე დიდი ხანია სამართლებრივი სივრციდან დიდი ხანია გასულია. უბრალოდ სასამართლოს მხრიდან მოხდება იმ გადაწყვეტილების გამჟღანება, რომელსაც მიიღებს საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება," - აღნიშნა გიორგი კონდახაშვილმა.

ამავე თემაზე