2021-04-08 09:53:22
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე თემაზე