2021-04-07 20:06:46
მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, რადგან ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ხელმოწერა არ ისურვა, ამას ევროპაში დადებითად ვერ მიიღებდნენ – სამხარაძე 

ნათელი ხდება, რომ მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, რადგან ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ხელმოწერა არ ისურვა, ამას ევროპაში დადებითად ვერ მიიღებდნენ – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„უკვე სრულიად ნათელი ხდება, რომ მედიაციის პროცესი სამწუხაროდ უშედეგოდ დასრულდა იმის გამო, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ ისურვა, დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა. ამას ევროპაში დადებითად ვერ მიიღებდნენ. შესაბამისად, მე მოველი, რომ უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი მოწოდება გაკეთდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. შეთანხმება თუ შედგება და ხელს ყველა მოაწერს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ საჯაროდ გვინდა დავადასტუროთ მზაობა, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდეს. ჩვენი მხრიდან მზად ვიქნებით, რომ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამავე თემაზე