2021-04-07 19:24:10
არავითარი პრივილეგირებული დამოკიდებულება აქ არ იქნება – ვისაც დასჭირდება, გადავა იზოლაციაში – ხუნდაძე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დეპუტატების მიმართ პრივილეგიებს ადგილი არ ექნება და საჭიროების შემთხვევაში, იზოლაციაში გადავლენ.

„რამდენიმე პარლამენტარს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. არავითარი პრივილეგირებული დამოკიდებულება აქ არ იქნება. როგორც ხდება, იქნება ეპიდმისამართების დადგენა და შესაბამისად, ვისაც დასჭირდება, გადავა იზოლაციაში. არავითარი დამატებითი რეგულაციები და მით უმეტეს პრივილეგიები ამ შემთხვევაში არ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამავე თემაზე