2021-04-07 19:11:27
ეს არის რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის შედეგი – ზალკალიანი ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე

ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგი. ის ფაქტი, რომ გადასასვლელი პუნქტები არის დაკეტილი იწვევს ასეთ მძიმე კატასტროფას – ასე ეხმაურება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ენგურზე მომხდარ ტრაგედიას.

„ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგი. ის ფაქტი, რომ გადასასვლელი პუნქტები არის დაკეტილი იწვევს ასეთ მძიმე კატასტროფას. ყველა ეს შემთხვევა უახლოეს პერიოდში დეტალურად განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატში. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ვთხოვე კიდევ ერთხელ განსაკუთრებით გააძლიეროს ძალისხმევა და ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ყველა აქტორთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც პასუხისმგებელია დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე, გაძლიერდეს ზეწოლა, იმისთვის რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველა გადასასვლელი პუნქტის გათავისუფლება და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება“, - განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე