2021-04-07 18:57:12
AstraZeneca-სა და თრომბის შემთხვევებს შორის უიშვიათესი კავშირი დასტურდება - ევროპის წამლის სააგენტო

ევროპის წამლის სააგენტოში აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის კავშირია. ამის მიუხედავად, სააგენტოში ამბობენ, რომ ვაქცინის სარგებელი აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს.

როგორც ევროპის წამლის სააგენტოს დირექტორი ემერ კუკი განმარტავს, აღნიშნული მოვლენა მედიკამენტის გვერდით ეფექტად უნდა დარეგისტრირდეს.

დასკვნა ეფუძნება თრომბის განვითარების 86 შესწავლილ შემთხვევას.

ანგარიშით ირკვევა, რომ თრომბი უმეტესად 60 წელს ქვემოთ ქალებში დაფიქსირდა.

ამავე თემაზე