2021-04-07 18:39:43
კრიტიკის შემდეგ ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან დონბასში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე წერს, რომ დონბასში არსებული მწვავე ვითარების შესახებ უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებს ესაუბრა, ზალკალიანის განცხადებას წინ უსწრებდა ესტონეთის ექსპრეზიდენტის და პოლიტიკური ოპოზიციის კრიტიკა ქართული მხარის დუმილთან დაკავშირებით. 

"გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბოლო დროინდელი მოვლენების გამო. გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში რუსული ოკუპაციის ფონზე არსებული ვითარების შესახებ და გავამახვილეთ ყურადღება დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე" - წერს ზალკალიანი. 

უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევენ, დაღუპულია რამდენიმე უკრაინელი სამხედრო. 

ოფიციალურ თბილისს კი ამ საკითხზე ამ დრომდე, ოფიციალურად, უკრაინის მხარდამჭერი განცხადება არ გაუვრცელებია. 

ამავე თემაზე