2021-04-07 18:24:38
რუსეთში ალექსეი ნავალნის ექიმი, ანასტასია ვასილიევა, დააკავეს

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ექიმი, ანასტასია ვასილევა დააკავეს. ვასილევა ექიმთა კავშირის ალიანსის ექიმებისა და ნავალნის მხარდამჭერებთან ერთად, ციხეში ნავალნის გამოკვლევას ითხოვდა.

პოლიციაში თქვეს, რომ "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო" სულ 9 ადამიანი დააკავეს. 

დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან. 

ამავე თემაზე