2021-04-07 18:13:53
გაუქმდეს 5 დღიანი კარანტინი! რუსეთი კლავს! - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

გაუქმდეს 5 დღიანი კარანტინი! - ამ მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები აქცია მართავენ.

ახალგაზრდები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსვლის შემთხვევაში, საქარველოს მოქალაქეები 5 დღიან კარანტინს გადიან.

აქტივისტების განცხადებით, სწორედ 5-დღიანი კარანტინის გავლის აუცილებლობის გამო, მოქალაქეები ცდილობენ ენგურის გადმოცურვას და ამ ფაქტს ეწირება ადამიანების სიცოცხლეც.

შეგახსენებთ, დღეს ენგურმა 3 ცხედარი გამორიყა, მეოთხე გარდაცვლილი კი დღის ბოლოს სოფელ ორსანტიაში იპოვეს.  

 

ამავე თემაზე