2021-04-07 17:56:10
ბათუმში პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე