2021-04-07 17:15:54
დღეს თუ არა, ხვალ ამ საქმეს აუცილებლად მოეფინება ნათელი, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში, ყველა დონეზე აუცილებლად იქნება დასჯილი – კანდელაკი მუხთარლიზე

დღეს თუ არა, ხვალ ამ საქმეს აუცილებლად მოეფინება ნათელი, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში, ყველა დონეზე აუცილებლად იქნება დასჯილი – ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა გააკეთა, რითაც გამოეხმაურა, საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჩამოსვლას. 

"ბატონი კობახიძე ცოტა ხნის წინ მოძღვრავს მთელ ქვეყანას და ცდილობდა, რომ ვაჟა-ფშაველას პოეზია დამახინჯებულად მოერგო ქვეყანაში რუსი პროპაგანდისტის ჩამოსვლაზე და აქ ტაშ-ფანდურისა და ქიფის გამართვაზე პოლიციის ესკორტის თანხლებით. ეს რანაირად გამოდის? როცა ქვეყანაში პატივცემული ჟურნალისტი, სტუმარია ჩამოსული, ქალაქის ცენტრიდან მისი მოტაცება და გაწირვა მისი ციხეში ჩამწყვდევისთვის რომელ ქართულ ტრადიციებში ჯდება? მაგრამ ეს ხალხი ხომ ოპირია, ისინი არიან კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრეები და მათთვის შეიძლება, რომ ერთი თქვან და მეორე გააკეთონ. 

ცხადია, რომ ბატონი მუხთარლი თავის დროზე საქართველოს მთავრობამ მოიტაცა ცნობილი თამადის, ბატონი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, ახლა რომ ამუნათებს საზოგადოებას რუსი პროპაგანდისტის დამსახურებულად გაძევებაზე. დღეს თუ არა, ხვალ ამ საქმეს აუცილებლად მოეფინება ნათელი და ქალაქის ცენტრიდან ადამიანების გატაცებისთვის ყველა, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში, ყველა დონეზე აუცილებლად იქნება დასჯილი". - ამბობს გიორგი კანდელაკი. 

ამავე თემაზე