2021-04-07 17:09:06
ღარიბაშვილი, პუტინივით, ათწლიან ეკონომიკურ გეგმაზე რომ გვესაუბრება, ეს გეგმა ვინ უნდა დაუწეროს? თურნავამ, თუ იმ ეკონომიკურმა გუნდმა, რომელსაც წლებია ვუყურებთ?! – ჭიჭინაძე

ღარიბაშვილი, პუტინივით, ათწლიან ეკონომიკურ გეგმაზე რომ გვესაუბრება, ეს გეგმა ვინ უნდა დაუწეროს? ნათია თურნავამ, თუ იმ ეკონომიკურმა გუნდმა, რომელსაც წლებია ვუყურებთ?! – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

"ღარიბაშვილი, პუტინივით, ათწლიან ეკონომიკურ გეგმაზე რომ გვესაუბრება, ეს გეგმა ვინ უნდა დაუწეროს? ნათია თურნავამ, თუ იმ ეკონომიკურმა გუნდმა, რომელსაც წლებია ვუყურებთ?! რა გამოდის, იცოდნენ რამე და აქამდე გვიმალავდნენ?! ცნობისთვის, ეკონომიკის  სამინისტროში 250 მდე ადამიანი მუშაობს, ვისაც ქვეყნის ეკონომიკური პროგრამა უნდა დაეწერა." – აცხადებს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა პრივილეგირებულთა კასტა, ადამიანები, ვინც უშრომელად, ჩაკეტვის პირობებში მდიდრდება და დანარჩენი ადამიანები, ვისაც შრომის უფლება კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული, მათ კი ეს უფლება წაართვეს და არც კომპენსაცია დაუნიშნეს.

"პროგრამა არავის უნახავს, სამაგიეროდ 6 წელიწადში, ხელფასის სახით, 100 მილიონამდე აიღეს! მოკლედ, ქვეყანაში ჩამოყალიბდა პრივილეგირებულთა კასტა, ადამიანები, ვინც უშრომელად, ჩაკეტვის პირობებში მდიდრდება და დანარჩენი ადამიანები, ვისაც შრომის უფლება კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული, მათ კი ეს უფლება წაართვეს და არც კომპენსაცია დაუნიშნეს. ჩვენ მთავრობა კი, ათწლეულებზე გველაპარაკება, მაშინ, როდესაც ხვალ რა უნდა გააკეთონ ის არ იციან, ელემენტალური სამოქმედო პროგრამა არ არსებობს! ამიტომ ვამბობ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა და უსამართლობასთან დაპირისპირება ეს დაუმორჩილებლობა კი არა, ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნაა!". – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

 

ამავე თემაზე