2021-04-07 14:28:37
მინდა, რომ ჩემს საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, გახსნან, თუმცა პროკურატურის დიდი მოლოდინი არ მაქვს – აფგან მუხტარლი

მინდა, რომ ჩემს საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, გახსნან, თუმცა პროკურატურის დიდი მოლოდინი არ მაქვს – აცხადებს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი.

მისი თქმით, თბილისში პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა და სურს, რომ მისი საქმე გაიხსნას. 

"მინდა, რომ მივცე ჩვენება, როგორ გადამიყვანეს აზერბაიჯანში. მსურს ვაჩვენო გზაც. თვითონ უნდა ჰქონოდათ სურვილი რომ ჩამოვსულიყავი თბილისში და მეჩვენებინა დანაშაულის ადგილი. ეს მათი მოვალეობაა. ერთი წელი გავატარე ციხეში და როცა გამომიშვეს, მაინც არ გამომკითხეს.  მინდა, რომ ჩემს საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, გახსნან, თუმცა პროკურატურის დიდი მოლოდინი არ მაქვს.  ხვალ მივალთ პროკურატურაში, მივცემთ ჩვენებას, ერთხელ იყო შემთხვევა, რომ გადმომიგზავნეს კითხვები, და პასუხებიც გავეცი, თუმცა ეს არ იყო დაკითხვა", - ამბობს ის. 

ამავე თემაზე