2021-04-07 10:18:06
საქსტატის ვებგვერდზე მეტად სხვადასხვა მაღაზიაში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად ვეთანხმები, რომ არაა ბოლო პერიოდში სახარბიელო ვითარება – თურნავა

საქსტატის ვებგვერდზე მეტად სხვადასხვა მაღაზიაში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად ვეთანხმები, რომ არაა ბოლო პერიოდში სახარბიელო ვითარება – აცხადებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა "ღამის კურიერში" საუბრისას.

"საქსტატის ვებგვერდზე მეტად სხვადასხვა მაღაზიაში ვაკვირდები ფასებს და ნამდვილად ვეთანხმები, რომ არაა ბოლო პერიოდში სახარბიელო ვითარება. ზეთი არის თემა. ზოგადად, რამდენიმე რამ დაემთხვა, იმპორტულ ნაწარმზე გაიზარდა ფასი, ეს ლარის კურსის ფაქტორია. 

მეორე, სეზონური ფაქტორია. ჩვენი სოფლის მეურნეობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადად ბოსტნეულით, ხილითა და კენკრით 100%-ით ვართ უზრუნველყოფილი. ახლა სეზონია, როცა მთავრდება იმპორტული პროდუქტი, უნდა შემოვიდეს ჩვენი. ზოგადად ამ ტიპის ნაწარმი ამ დროს გაძვირებულია. როდესაც შემოვა უფრო მეტად ჩვენი პროდუქტი, არ იქნება პრობლემა ხელმისაწვდომობის და ფასებიც ბუნებრივად დაიწევს." – აცხადებს თურნავა.

ამავე თემაზე