2021-04-07 09:49:35
არავითარ პრობლემებს არ ველოდებით – კობახიძე გიორგი გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი, „ქართული ოცნების“ გარეშე, შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, IRI-ის კვლევა იმ პერიოდშია ჩატარებული, როდესაც გახარია „ქართული ოცნების“ ლიდერი იყო და ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურს.

„როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ“, - განაცხადა კობახიძემ.

წამყვანის კითხვაზე, ანუ, ფიქრობთ, რომ როდესაც გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაიზომება, გაცილებით მცირე იქნება? - კობახიძე პასუხობს: „ალბათ, ეს უნდა ვივარაუდოთ“.

ამავე თემაზე