2021-04-06 10:09:20
ლაგოდეხში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ 5 აპრილს სოფელ კაბალში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელის შვილია. მას დაზიანებები ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული. კაცი არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.  ადგილობრივების თქმით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

 

"ფორმულა"

ამავე თემაზე