2021-04-05 20:02:01
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები და მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.

"დღეს, 05 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის დაკავებისა და მისი იძულების წესით ქალაქ ქუთაისის მერიიდან გამოყვანის შესახებ . ქუთაისის მერიის შენობაში "ქუთაისი თუდეის" რედაქტორი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა - უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა.

ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები და მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით." - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე