2021-04-05 14:21:34
ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა ფორმულასთან საუბარისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. 

"ჩაინიშნა არსებითი სხდომა. წინასწარ არ არის ცნობილი, ამ სასამართლოზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. მას აქვს ამის ვალდებულება 2 თვეში ერთხელ და არაუგვიანეს 17 აპრილისა უნდა მოხდეს. ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს სასამართლოს", - ამბობს ადვოკატი.

ამავე თემაზე