2021-04-01 15:09:19
მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო – მირანდა მირიანაშვილი

გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს ,თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო – წერს სოციალურ ქსელში, რუსეთში მცხოვრები მომღერალი  მირანდა მირიანაშვილი, რომლის აგარაკზეც შინდისში, რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღე უნა აღენიშნა.

"მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა.მიყვარს ჩემი ხალხი.ისინიც ვინც მლანძღავს. არ მიცნობს,მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე, ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!..ვიცი დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს. თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსეა ეხლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას. გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს ,თქვენ გაგიმარჯოთ ყველას,მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ,არაფერი ჩამიდენია უმსგავსო. გთხოვთ,არ მომწეროთ კომენტარი,და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით.მინდა თითოეულს გითხრათ რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ეხლა მხდის ბედნიერს." – წერს მირანდა მირიანაშვილი.

ამავე თემაზე