2021-03-31 17:15:23
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4464 ლარი ეღირება, ევრო – 4.0426 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7467 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.4118 ლარი ღირდა, ევრო – 4.0044 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.6929 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ აპრილს ამოქმედდება.

ამავე თემაზე