2021-03-26 19:58:58
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 511 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 252 680 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 234 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 445 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე