2021-03-26 12:48:27
ჯო ბაიდენმა აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხად სამხრეთ კავკასიაც დაასახელა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკა-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხად სამხრეთ კავკასიაც დაასახელა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ჯო ბაიდენმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობები გამოაცოცხლოს.

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტს სურს, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა ერთად იმუშაონ საგარეო პოლიტიკის იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესებშია.

ამავე თემაზე