2021-03-23 18:46:28
ვლადიმერ პუტინი კამერების წინ არ აიცრება

ვლადიმირ პუტინი არ არის კამერების წინ ვაქცინაციის მომხრე, ამიტომ ის საჯარო არ აიცრება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ისედაც ბევრს აკეთებს რუსული ვაქცინის პოპულარიზაციისთვის, ამიტომ ვაქცინაციის ფოტო, ან ვიდეომასალის გავრცელებას არ აპირებენ.

პესკოვის თქმით, აცრის შემდეგ ვლადიმირ პუტინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.  

ამავე თემაზე