2021-03-22 11:56:07
დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში დაბრუნებას საკუთარი პლატფორმით გეგმავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში დაბრუნებას საკუთარი პლატფორმით გეგმავს. ამის შესახებ ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპს „ტვიტერზე”, „ფეისბუქზე“ და სხვა სოციალურ ქსელებზე წვდომა 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის შემდეგ შეუზღუდეს. სოციალურმა ქსელებმა მაშინ ტრამპს კონგრესზე შტურმის წახალისებაში დასდეს ბრალი.

ამავე თემაზე