2021-03-19 18:50:42
მინდა საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის გამოვუცხადო მადლობა - წულუკიანი

თეა წულუკიანი მინისტრად დანიშვნისთვის პრემიერ ღარიბაშვილს მადლობას უხდის. წულუკიანმა დღეს კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ბოლო სხდომა გამართა.

,,მე მინდა პირველ რიგში საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის გამოვუცხადო მადლობა, ასევე მადლობა ვუთხრა ჩვენი მმართველი გუნდის წინა შემადგენლობას პოლიტსაბჭოსი, რომელთანაც დაახლოებით გვიანი ზაფხულის, ადრეული შემოდგომის პერიოდიდან მიმდინარეობდა კონსულტაციები სამინისტროს გაყოფაზე და ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით ,-თქვა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დღეს დაინიშნა.

ამავე თემაზე