2021-03-17 19:58:00
AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი მის რისკებს აღემატება - ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი რისკებს აღემატება. ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტი AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის გაგრძელების რეკომენდაციას იძლევა.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სიკვდილიანობას და დაავადებებს სხვა მიზეზების გამო არ შეამცირებს. როგორც ცნობილია, თრომბოემბოლიური მოვლენები ხშირად გვხვდება. ვენური თრომბოემბოლია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მესამე კარდიოვასკულური დაავადებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე