2021-03-09 10:14:50
დროა გადავლახოთ პარტიული ინტერესები და პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესები ვაქციოთ –კალიურანდი

ევროპარლამენტი მარია კალიურანდი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ფორმულასთან საუბარში ეხმაურება და აღნიშნავს,​ რომ კრიზისი ქვეყანაში არჩევნების შემდეგ დაიწყო. მისი შეფასებით, ვითარება საქართველოში რთულია, თუმცა გამოსავალი უნდა გამოინახოს. 

"ხვალ საქართველოში არსებულ მდგომარეობას განვიხილავთ. ვითარება რთულია. ვერ ვიტყვი რომ კრიზისი გასულ კვირას დაიწყო. ის არჩევნების შემდეგ გრძელდება, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის ესკალაცია მოხდა. იმედი მაქვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციის, მისი პირადი ჩართულობის, საქართველოში ვიზიტის და მედიაციაში მონაწილეობის სურვილის.

კოვიდ კრიზისის და იმ ვითარების ფონზე, რაც ახლა ევროკავშირშია, მისი პირადი ჩასვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესი უკვე დაიწყო და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებობს რთული სიტუაციის მოგვარების გზა. არ ვაპირებ შევიცვალო შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი. პარლამენტი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იქნება. დროა გადავლახოთ პარტიული ინტერესები და პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესები ვაქციოთ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ფორმულასთან საუბარში. 

ამავე თემაზე