2021-03-05 19:25:03
რომის პაპი ფრანცისკე ისტორიაში პირველად ერაყში ჩავიდა

ისტორიაში პირველად, რომის პაპი ერაყში ჩავიდა. ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება.

ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს, აიათოლა ალი სისტანის შეხვდება, რის შემდეგაც პონტიფიკოსი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას ჩაატარებს.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ერაყის უსაფრთხების ძალების 10 000-მდე წარმომადგენელი იცავს. ერაყის ქრისტიანების რაოდენობა ბოლო 30 წელიწადში 1.4 მილიონიდან, 250 000-მდე შემცირდა.

ათეულობით ათასმა ქრისტიანმა საცხოვრებელი 2014 წლის შემდეგ, ქვეყანაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ძალადობის შედეგად დატოვა.

ამავე თემაზე