2021-03-04 14:49:59
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს – სააკაშვილი

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ მართლაც იმედი გვაქვს მისი ლიდერობის და მისი შეუპოვარი ხასიათის, მაგრამ ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს ამაში. მხოლოდ ნიკა ან ნებისმიერი ჩვენგანი ვერაფერს შეძლებს, თუ ყველანი არ ვიყავით ძალიან აქტიურები. გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები, რადგან არჩევნები, რომელიც იყო, იყო ბოლომდე გაყალბებული და მოპარული, ეს იცის ყველამ. მივესალმები ევროპელების ჩართულობას, მივესალმები მაღალ დონეზე ინტერესის გატანას, მივესალმები საერთაშორისო რეაქციებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი ამას სათანადოდ აფასებს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ ვითარებაში.

ივანიშვილის გეგმა არის კოსმეტიკური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მოაშორებს ჟვანიას, დანიშნავს ვიღაც სხვას ამ პლებისციტს მოგვახვევს თავზე თავისი ფორმით და მერე ყველანაირ მანიპულაციებს შეეცდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკვეთრად და არ უნდა დავიტოვოთ მას მანევრის დრო და საშუალება. ასეთია ჩემი აზრი დაფუძნებული ჩემს გამოცდილებაზე, როგორც საქართველოში ისევე უკრაინაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე