2021-03-04 13:52:27
თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი, მათ შორის შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის ხუთი წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას“, – აცხადებენ შსს-ში.

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე