2021-03-03 16:35:48
აქციები რჩება, უბრალოდ მოვახდინეთ მოდიფიკაცია იმისათვის, რომ რაიმე სახით მოლაპარაკების ჩაშლის რიტორიკაში ხელი არ შევუშალოთ – დეკანოიძე

აქციები რჩება, უბრალოდ მოვახდინეთ მოდიფიკაცია იმისათვის, რომ რაიმე სახით მოლაპარაკების ჩაშლის რიტორიკაში ხელი არ შევუშალოთ – აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე. 

მისი განცხადებით, ოპოზიცია აქციებს არ წყვეტს, თუმცა ერთმა აქციამ, რომელიც 13 რიცხვში იყო 20-მდე გადაიწია. 

"აქციები რჩება, უბრალოდ მოვახდინეთ მოდიფიკაცია იმისათვის, რომ რაიმე სახით მოლაპარაკების ჩაშლის რიტორიკაში ხელი არ შევუშალოთ. ხვალინდელი აქციის მთავარი თემა იქნება მანქანების კოლონა და მსვლელობა ვარდების მოედნიდან, რუსთაველზე, კანცელარიასთან და შემდეგ უკვე რუსთავის საპყრობილესთან, სადაც ნიკა იხდის სასჯელს სრულიად უკანონოდ. შემდეგ აქციებზე საუბარს საკოორდინაციო ჯგუფში გავაგრძელებთ. გაიმართება მრავალი საინფორმაციო შეხვედრა, ასევე დასახლებულ პუნქტებში. 

13 რიცხვის აქციამ კი, უბრალოდ გადაიწია 20-მდე. რადგან, სხდომაზე საქართველოს ხელისუფლება კონკრეტული შეთანხმების ფორმულით უნდა ჩავიდეს და შეთანხმება უნდა მოხდეს ყველა პუნქტზე. ამიტომ, ის 2 კვირიანი დათქმა, რომელიც ბატონმა მიშელმა დატოვა, სწორედ ამის შემდეგ გავაკეთებთ აქციას," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

ამავე თემაზე