2021-03-03 15:32:32
როგორც კი გაანალიზებენ, რომ სანქციები ნიშნავს მათ აქ ჩატოვებულ ქონებას და ვერგასვლას სხვა ქვეყნებში, იქ დამთავრდება მათი სისულელეები – ჩარკვიანი

როგორც კი გაანალიზებენ, რომ სანქციები ნიშნავს მათ აქ ჩატოვებულ ქონებას  და ვერგასვლას სხვა ქვეყნებში. როდესაც აღიქვამენ, რომ ეს რეალურია, იქ დამთავრდება მათი სისულელეები – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ძალიან კარგია, რომ პროცესში მაღალი რანგის დიპლომატი ჩაერთო. გვიხარია, რომ საქართველოს დაკარგვა არ უნდა დასავლეთს. ეს არის დიდი ბედნიერება და დიდი იმედი ჩვენთვის. არსებობს მოლაპარაკების პერსპექტივაც, როგორც კი გაანალიზებენ, რომ სანქციები ნიშნავს მათ აქ ჩატოვებულ ქონებას  და ვერგასვლას სხვა ქვეყნებში. როდესაც აღიქვამენ, რომ ეს რეალურია, იქ დამთავრდება მათი სისულელეები. მთავარია არ შეწყდეს აქციები, თუმცა კორექტივი შევიტანეთ იქიდან გამომდინარე, რათა იმ ღრმად პატივცემულმა ადამიანმა, რომელმაც ასეთი მედიაცია მოინდომა, დაინახოს, რომ ოპოზიცია არ არის დესტრუქციული, ხალხი არ არის დესტრუქციული, ხალხი ითხოვს განვითარებულ საქართველოს, სახელმწიფოებრიობის დაცვას, არა გავრილოვებს, გაზრდილ ეკონომიკას და ვაქცინაციას საქართველოში. ეს არის ხალხის მოთხოვნა და ჩვენ ამას ვაკეთებთ არა რადიკალური გზებით.

პოლიტპატიმრებს და ვადამდელ არჩევნებს მე ვერ განვაცალკევებ, ესენი მუდმივად სპეკულაციას ეწევიან პოლიტპატიმრებით. ეს ერთმანეთთან არის მიბმული. დავსხდეთ, დავილაპარაკოთ პოლიტპატიმრებზე, ვადამდელ არჩევნებზე ჯანმრთელი საარჩევნო სისტემით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამავე თემაზე