2021-03-03 14:39:02
როგორ შეიძლება, რამე ტიპის ზიანი მიაყენო "ნაციონალურ მოძრაობას", სადღაც გორში რაღაცა ოფისის დარბევით მაშინ – მაჭარაშვილი

როგორ შეიძლება, რამე ტიპის ზიანი მიაყენო "ნაციონალურ მოძრაობას", სადღაც გორში რაღაცა ოფისის დარბევით მაშინ, როდესაც თავად აყენებს ზიანს თავისი ბელადის განცხადებებით იქიდან, უკრაინიდან – აცხადებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის განცხადებით, ენმ-ს ყველაზე მეტად საკუთარი ქმედებები და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აზიანებს.

"რაც შეეხება გორში ენმ-ის ოფისის დარბევას, ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ ძალადობა ნებისმიერი მხრივ მიუღებელია. ან როგორ შეიძლება, რამე ტიპის ზიანი მიაყენო "ნაციონალურ მოძრაობას", სადღაც გორში რაღაცა ოფისის დარბევით მაშინ, როდესაც თავად აყენებს ზიანს თავისი ბელადის განცხადებებით იქიდან, უკრაინიდან, ან აქ ისეთი დესტრუქციებით, რომელსაც აწყობინებს პიკეტირებების სახით, ასე ურცხვად საქართველოს პარლამენტში. არ მგონია ამაზე მეტი ზიანის სურვილი ვინმე გააჩნდეს, მით უმეტეს ქართულ ოცნებას", - აცხადებს მაჭარაშვილი.

ამავე თემაზე