2021-03-03 14:38:18
მელია უნდა იყოს გათავისუფლებული და წარმოადგენდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ შემდეგი მოლაპარაკებები შედგა – დეკანოიძე

ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული და წარმოადგენდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ შემდეგი მოლაპარაკებები შედგა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„უნდა შეწყდეს დევნა და გათავისუფლდეს 8 მარტის შემდეგ საპყრობილეში ჩატოვებული ნიკა რურუა და დაიწყოს მსჯელობა ახალ არჩევნებზე. ხელისუფლებას მოუწევს ამ საკითხების განხილვა. მოუწევს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დიალოგში შემოსვლა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები