2021-03-03 13:37:24
მისასალმებელია, თუკი საკუთარი ქმედებების ფორმას ცვლიან – რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

მისასალმებელია, თუ ცვლიან ფორმას საკუთარი ქმედებებისა, ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციული მიდგომებისთვის და, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„რამდენიმე საათით ადრე როცა საუბრობ კონსტრუქციულ დიალოგზე და რამდენიმე საათში კანონდარღვევაზე მიდიხარ, ყველას შევახსენებ, რომ სახელმწიფო დაწესებულების შენობების პიკეტირება კანონდარღვევაა, ეს, მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ არასერიოზულად ამბობდნენ იმას, რომ იყვნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. სხვა მხრივ, მისასალმებელია, თუ ცვლიან ფორმას საკუთარი ქმედებებისა, ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციული მიდგომებისთვის და, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ამავე თემაზე