2021-03-03 13:32:09
სასამართლოს ნდობა რომ ჰქონოდა, პოლიტიკური კრიზისი არ იქნებოდა – იოსელიანი

თუ მოქალაქეს არ აქვს იმის განცდა, რომ მისი დარღვეული უფლება სადღაც იქნება დაცული სამართლიანად, მაშინ მშვიდობა ქვეყანაში არ იქნება და ყველა არჩევნების შემდეგ იქნება დაპირისპირება – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოქალაქეს არ აქვს იმის განცდა, რომ მისი დარღვეული უფლება სადღაც იქნება დაცული სამართლიანად, მაშინ მშვიდობა ქვეყანაში არ იქნება.

„სინამდვილეში რა მივიღეთ-სასამართლომ საჩივრების 99 პროცენტი საჩივრების არ მიიღო, რამაც უნდობლობა გააჩინა ყველაფრის მიმართ. სასამართლოს პრობლემას სჭირდება გადაწყვეტა და ამისთვის საჭიროა მთელი ოპოზიციის ძალისხმევა. ხელისუფლება ამ საკითხს თვითონ არ გადაჭრის, რადგან ეს მოსამართლეები მათ სამსახურში არიან. კრიტიკა და ხმაურიანი განცხადებები ჩვენ არ გვეზარება და ორი წინააღმდეგი ხმა ჩვენს ხელშია, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ და საზოგადოებას ავუხსნათ, რატომ არის ამ ქვეყანაში ყველა პრობლემა დაკავშირებული მართლმსაჯულებასთან. საბოლოო ჯამში, თუ მოქალაქეს არ აქვს იმის განცდა, რომ მისი დარღვეული უფლება სადღაც იქნება დაცული სამართლიანად, მაშინ მშვიდობა ქვეყანაში არ იქნება და ყველა არჩევნების შემდეგ იქნება დაპირისპირება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამავე თემაზე